ლიტერატურული საღამო
10 ივნისი,20152015 წლის 10 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელის პროფესორ მარინა ცერცვაძის ორგანიზებით აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა: მარიამ შატაკიშვილმა, ნათია საზანდრიშვილმა, მარიამ ბესიაშვილმა, მაია მაისურაძემ, თათია ტიტვინიძემ, ნანა და თამარ ცეცხლაძეებმა წაიკითხეს მოხსენებები აკაკი წერეთლის შემოქმედების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და პროფესორი მარიამ კობერიძე.