ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი“ ფინალი!
28 აპრილი,2021
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურულ კონკურს ,,მაჩაბელის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელის“ ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და გორის უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული კაფე; დამფუძნებელი - გიორგი სოსიაშვილი; კოორდინატორი - თამარ გელიტაშვილი.
ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა კონკურსის დაარსების იდეისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, პატრნიორებს, სპონსორებს და კონკურსის მონაწილეებს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბატონი ნუგზარ სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი. გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პოეტი, გიორგი ხორბალაძე, ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ გელიტაშვილი; პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე.
ნომინანტების დაჯილდოებისას ისაუბრა ლიტერატურათმცოდნემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჟურნალი ,,ცისკარი 1852“ - ის მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ამირან გომართელმა.
კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებას უძღვებოდა მსახიობი დუტა სხირტლაძე. მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი "კანუდოსი" და კურსდამთავრებული ანი შიოშვილი.
პრემია ,,მაჩაბელი“ გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსანტებს:
● საუკეთესო პოეტური ციკლი/ კრებული - როინ აბუსელიძეს;
● საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - ნათია როსტიაშვილს;
● საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული - ლევან ბრეგაძეს;
● საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი - გიორგი ხულორდავას.
ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებლის, გიორგი სოსიაშვილის რჩეულის დიპლომი გადაეცა დათია ბადალაშვილს.
კონკურსი ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატრონაჟით;
გენერალური სპონსორი - ლიბერთი ბანკი; სპონსორები: კომპანია „აგრო ქართლი“, სამშენებლო დეველოპერული კომპანია MSG შპს "ემ ეს ჯი"
რესტორანი „ბერიკონი“, კომპანია „კულა“, ტერასა „გორი“; საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია „იმედი“;