ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი - 2023“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია
19 ივლისი,2023მიმდინარე წლის 19 ივლისს გაიმართა ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი - 2023“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას მიულოცა მორიგი წარმატებული პროექტი და ნომინანტებს უსურვა წარმატებები.
დაჯილდოების ცერემონიაზე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის ლაურეატი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, ლიტერატურის კრიტიკოსი, ჟურნალ ,,ცისკრის“ რედაქტორი თამარ გელიტაშვილი, პოეტი ჯემალ ინჯია.
კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ჟიურის წევრებმა: ნანა ტონიამ, ირმა ტაველიძემ, ზაალ ჩხეიძემ, ნანა ტრაპაიძემ, ნათია როსტიაშვილმა.
2023 წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“ გადაეცათ:
საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული - სოსო მეშველიანი, პოეტური კრებულისთვის ,,მწერი ქარვაში“.
საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - დათია ბადალაშვილი, მოთხრობისთვის „ევა, იანვარა და იასამანი“.
საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი:
ხათუნა ცხადაძე - იტალო კალვინოს რომანისთვის „კოსმოკომიკური ამბები“.
მაია ბადრიძე - კატია პეტროვსკაის რომანისთვის „ალბათ ესთერი“.
საუკეთესო პიესა - ბესო ხვედელიძე დრამატურგიული ნაწარმოებისთვის ,,ხიდჩატეხილობა“.
ჟიურის რჩეულის პრემია გადაეცა პოეტ მანანა ჩიტიშვილს.
ღონისძიება მიყავდა ტელეწამყვანსა და მსახიობს დუტა სხირტლაძეს. დაჯილდოების ცერემონია მუსიკალურად გააფორმა გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდმა ,,კანუდოსმა“ და ღონისძიების სპეციალურმა სტუმარმა, ბაიარ შაჰინმა.
ლიტერატურული კონკურსის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის პარტნიორებსა და სპონსორებს: გორის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპანია „აგრო-ქართლს“, კომპანია ,,პრომეტალს“, კომპანია ,,კულას“, რესტორნების ქსელს - ,,ჟოზეფი“, რესტორანს ,,ტერასა გორი“, გენერალურ სპონსორს - ლიბერთი ბანკს.
ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და ლიბერთი ბანკის გენერალური სპონსორობით უკვე მესამე წელია იმართება.