ლიტერატურული კონკურსი
22 ივნისი,201722 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „ჩემი ნაწარმოების“ გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოება. პროექტში მონაწილეობა მიიღეს გორის და გორის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა. პროექტ „ჩემი ნაწარმოების“ ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. დაჯილდოვდნენ ასევე მონაწილე მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები.
პირველი ადგილი დაიკავა მესამე საჯარო სკოლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ხატია სტეფანოვმა. მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მილედი ბასილიძე, მესამე ადგილი კი ერგო მარიამ მასურაშვილს, შინდისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს.
პროეტი ხორციელდება გორის უნივერსიტეტის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელები არიან ქალბატონები თამარ გელიტაშვილი და მაია მელანაშვილი.