ლიტერატურული კაფის გახსნა
25 იანვარი,201825 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ლიტერატურული კაფე გაიხსნა. ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარდაჭერისთვის მოწვეულ სტუმრებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სტუმრებს მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ გელიტაშვილი, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, ბატონი კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, მწერალთა კავშირის თავჯდომარე, ბატონი ბაღათერ არაბული, პოეტი, ბატონი ჯემალ ინჯია, მწერალი, ბატონი ამირან გომართელი, ასევე ადგილობრივი პოეტები, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ლიტერატურული კაფე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და გორის რეგიონის ლიტერატურის, პოეზიისა და ხელოვნების მოყვარულებს მოემსახურება.