ლექციების კურსი
08 ივნისი,2017გორის უნივერსიტეტში საჯარო სკოლის მოსწავლეების და უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გრძელდება ლექციების კურსი „ბიზნეს ორგანიზების თავისებურებები და უნარ-ჩვევები“ .
5 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა კიდევ ერთი ლექცია თემაზე „კომერციული საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზაცია“. ლექცია წაიკითხა გორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხალიანა ჩიტაძემ. ლექციას ესწრებოდნენ გორის N2 და N9 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ლექციზე მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: რისთვის არის საჭირო კომერციული საქმიანობის დაგეგმვა; დაგეგმვა და მიზნების დასახვა; რას წარმოადგენს დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაცია; ბიზნეს-გეგმა და მისი ელემენტები.
ლექცია ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის მესამე კორპუსში.
ამავე პროექტის ფარგლებში 6 ივნისს, ლექცია წაიკითხა გორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ოსაძემ, თემაზე: „ წარმატების საიდუმლო ბიზნესში“ რომელსაც ესწრებოდნენ გორის N11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები.