ლექცია თემაზე “ევროპა: გეოგრაფია, მითოლოგია თუ ცივილაზიის რეალობა”
18 ოქტომბერი,2010მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტის ედვარდ რაუპის სახელობის ინგლისურენოვან ბიბლიოთეკაში ცნობილმა ლიტველმა ისტორიკოსმა პროფესორმა ალფრედ ბუმბალუსკასმა ჩაატარა ლექცია თემაზე “ევროპა: გეოგრაფია, მითოლოგია თუ ცივილაზიის რეალობა” სადაც მიმოიხილა ევროპის განვითარების ისტორია, საქართველოსა და ლიტვის როლი და ადგილი ევროპის პოლიტიკურ—კულტურულ სივრცეში. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები. შეხვედრა შედგა “ლიტვის დღეები საქართველოში” ფარგლებში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, რომელიც ქართულად მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გამოთქვა იმედი, რომ ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება არა მარტო პოლიტიკურ არამედ საგანმანათლებლო-კულტურულ დონეზეც. შეხვედრა მიყავდა მოდერატორ - აუდრიუს მატონისს.
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა მოისმინეს კვალიფიციური პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.