ლექცია - სემინარი

23 მარტი,2015

2015 წლის 23 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა, დამფუძნებელმა მათე გარდავამ და პროექტის დირექტორმა ამირან კაპანაძემ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Neumann Foundation) მხარდაჭერით პროექტის “Freedom and Economic Freedom – Private Property as a Guarantee of Freedom” -ის ფარგლებში გამართეს ლექცია - სემინარი თემაზე: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“.
ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის აქტუალიზაცია.
ლექცია კითხვა -პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა