კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება
11 ივლისი,20168 ივლისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება და „სტუდენტური დღეები 2016“ დახურვა.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბლაძემ, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და უსურვა წარმატებები კარიერულ და პირად ცხოვრებაში. სიტყვით გამოვიდნენ და სტუდენტებს მიესალმნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადაშვილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოსო ალიმბარაშვილი, ყოფილი დეკანები, პროფესორები: ქეთევან ბარბაქაძე და ნუგზარ აბრამაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა „სტუდენტური დღეები 2016“ მონაწილე სტუდენტები, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული და მონაწილე სტუდენტები, ასევე შიდა ქართლის რეგიონის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაში „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
დაჯილდოების შემდეგ პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცა წარჩინების სიგელები.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ცენტრის სტუდენტები და 8 ივლისის საზეიმო ღონისძიების მთავარი სტუმარი, მომღერალი, პროექტ „ახალი ხმის“ გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე.