კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი
23 მაისი,2019კავკასიური სახლის სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის პროგრამის თანამშრომელ, ქ-ნ თამარ უჯუხუსა და გორის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 22 მაისს განხორციელდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მოიცავდა.
ღონისძიების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტისა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე პროფესორ მასწავლებლებმა და გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ბ-ნ გიორგი სოსიაშვილმა თავდაპირველად მოინახულეს შინდისის გმირთა მემორიალი. შემდეგ ეწვივნენ ნიქოზის ეპარქიას, სადაც ბ-ნ გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს გააცნო ნიქოზის ეპარქიის მატიანე,
ისაუბრა ნიქოზის ტაძრის არქიტექტურულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე.
შთამბეჭდავი აღმოჩნდა წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის, ნიქოზის სახელოვნებო სკოლაში ვიზიტი. სკოლის შესახებ ისაუბრა ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა და გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქ-ნ თეა ხორგუაშვილმა.
ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს ჩრდილების თეატრის ანიმაცია წარუდგინეს.
ვიზიტი გორის უნივერსიტეტში ლექციებით დასრულდა, სადაც გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ისაუბრა ცხინვალის ლიტერატურული კულტურული ცხოვრების ისტორიის რამდენიმე საკითხზე; რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა კი ოკუპირებული ტერიტორიების წარსულსა და დღევანდელობაზე.
ლექციის შემდეგ მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გორის უნივერსიტეტში მიმდინარე ლექცია პირდაპირი ჩართვით გადაიცემოდა ზუგდიდის, თელავის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე ჩიბათის ბიბლიოთეკაში