კონკურსი

20 ივლისი,2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა” ფარგლებში გაიმართა ქართული საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი სტუდენტური სამუშაო ჯგუფის წევრები.
კონკურსის მიზანი იყო სტუდენტებში ისტორიულ-პალეოგრაფიული უნარების განვითარება, პირველწყაროებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება, ძველი ქართული ხელნაწერებისა და საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის უნარების დახვეწა, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური ჩართვა საქართველოს ისტორიული დოკუმენტური მემკვიდრეობის შესწავლასა და სამეცნიერო კვლევის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამეცნიერო პროექტი ხორციელდება თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა, რაც, სხვა აქტივობებთან ერთად, ითვალისწინებს არქივში დაცული მრავალტომეული დოკუმენტური მასალის აღწერას, ტრანსკრიფციას, თარგმნას, სამეცნიერო დამუშავებასა და გამოცემას წყაროების კორპუსის სახით.
მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტების კვლევითი და პროფესიული უნარების განვითარებას, პირველწყაროებთან მუშაობის გამოცდილების გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა მომზადებას, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მნიშვნელობის წყაროების შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა