კონკურსი - საზოგადოებრივი მეცნიერებები დისტანციური სწავლებისას
16 ივნისი,2021მიმდინარე წლის 16 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, პროფესორ მანანა მიჩიტაშვილის ინიციატივით, გაიმართა დაწყებითი საფეხურის სტუდენტთა მიერ შექმნილი სასწავლო საგანმანათლებლო რესურსების კონკურსი - საზოგადოებრივი მეცნიერებები დისტანციური სწავლებისას.
კონკურსი ჩატარდა 4 ნომინაციაში:
- პრეზენტაციები;
- ელექტრონული წიგნები/ფოტოალბომები;
- მაკეტი, ბუკლეტი, პლაკატი/პოსტერი, ემბლემა, ფოტოკოლაჟი;
- ბიზნეს გეგმა.
სტუდენთა მიერ შესრულებული სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები პასუხობდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. მომავალი მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სათანადო დახმარებას გაუწევს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შემოქმედებითი პროდუქტის და კომპლექსური დავალებების შესრულებაში.
კონკურსის შედეგები შეაჯამეს ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ და პედაგოგიკა-მეთოდიკის კათედრის გამგემ ნელი ჭამპურიძემ.