კონფერენცია
27 ოქტომბერი,20222022 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც კონფერენციაში მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
პროგრამით წარმოდგენილი იყო 34 ავტორის/თანაავტორის 32 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება“, „განათლება“, „სპორტი“.