კონფერენცია
23 თებერვალი,201823 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ბატონი პაველ ლიბერა, იან კოხანოვსკის უნივერსიტეტის ისტორიის და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ბატონი პაველ ოლშევსკი.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა. სულ წარმოდგენილი იყო 48 მომხსენებლის ნაშრომი.