კონფერენცია

19 დეკემბერი,2014


2014 წლის 19 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ შოთა ქისტაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკის აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ აბრამიშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი.
პროფესორ შოთა ქისტაურის ღვაწლზე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა გედევან ხელაიამ, ალექსანდრე იაშვილმა, პაატა ქურდაძემ, ნინო ლიპარტელიანმა, ლია მამულაშვილმა და ნათია ჟოჟუაშვილმა. ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა თეა ხორგუაშვილმა წაიკითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბატონ შოთა ქისტაურის ყოფილი დისერტანტის გიორგი ხანთაძის გამოხმაურება.
კონფერენციაზე მოისმინეს 24 მოხსენება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საავიაციო უნივერსიტეტის, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა