კონფერენცია ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში“
04 ოქტომბერი,2017გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა გიული გიგუაშვილმა, მასწავლებელმა თამაზ ქობულაშვილმა და ტურიზმის სპეციალობის კურსდამთავრებულმა ნატო ჯულაბაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში“, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 23 სექტემბერს ქ. ბორჯომში. „რჩეული მონაწილის პრიზი“ - ორ ადამიანზე ტური ყაზბეგში - ტურისტულმა კომპანიამ I.L GEORGIAN TOUR გადასცა ნატო ჯულაბაშვილს.