კონფერენცია სახელწოდებით HALC

27 სექტემბერი,2017

✔შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 26 სექტემბერს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით HALC (''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში”).
✔️ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა და საქართველოში რუმინეთის ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ და გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.
✔️კონფერენციაზე ასევე მოწვეულები იყვნენ პარტნიორი უნივერსიტეტები:გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
✔️კონფერენციაში 80-მდე მომხსენებელი იღებს მონაწილეობას საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ინდოეთიდან.
✔️ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:
1. ანა რიაბოშენკო, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი;
2. ბისერ გეორგიევ კოზლევი, არქიტექტურის, სამოქალაქო მშენებლობის და გეოდეზიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა