კონცერტი
25 სექტემბერი,201925 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის ქართული გუნდის
კონცერტი.
ღონისძიება გახსნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, ნუგზარ სამხარაძემ, რომელმაც საზოგადოებას გააცნო გუნდის ისტორია. კონცერტზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები, ბრისტოლის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო გორის ვაჟთა გუნდ „გორის“ ძველმა და ახალმა თაობამ.
დასასრულს, ბრისტოლის და გორის ვაჟთა გუნდებმა ერთად შეასრულეს რამდენიმე კომპოზიცია.
კონცერტი გაიმართა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.