კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტომაშ ტერპილოვსკი გორის უნივერსიტეტში
21 ოქტომბერი,2024მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის პროფესორს, ტომაშ ტერპილოვსკის უმასპინძლა, რომელიც ერასმუს +-ს აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვია ინსტიტუციას.
შეხვედრის დროს ბატონმა რექტორმა მიმოიხილა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაზიმირ დიდი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მადლობა გადაუხდა სტუმარს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.
პროფესორმა ტომაშ ტერპილოვსკი მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩაატარებს ლექციებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ასევე, გამართავს შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.