კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის მე-5 კონგრესი
02 ივნისი,20152015 წლის 18-22 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის რიგით მე-5 კონგრესში, რომელიც გაიმართა ირანის რესპუბლიკის ქალაქ თავრიზსა და ისპაჰანში.
კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაცია, რომლის მიზანიც გახლავთ რეგიონული ურთიერთობების გაღრმავება, ქვეყნებს შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის ინტენსიურობის გაზრდა, ერთობლივი პროექტების, სამეცნიერო კვლევების და შეკრებების ჩატარება, რეგიონის ახალგაზრდობის გაერთიანება წარმატებული მომავლის იდეის გარშემო. კონგრესის მასპინძელი გახლდათ თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო თემა - აკრედიტაციის საკითხი უმაღლეს განათლებაში და მისი გადაწყვეტის გზები.
თავრიზში გამართულ კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80 უნივერსიტეტის რექტორმა 14 ქვეყნიდან. კონგრესის მსვლელობისას გასამართი პანელით მოხდა აკრედიტაციის საკითხების განხილვა რეგიონის ქვეყნების: თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, ყაზახეთის, რუსეთის და თურქმენეთის წარმომადგენელი რექტორების მხრიდან.
კონგრესის მსვლელობისას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი მევლანას მობილობის პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (კასტამონოს უნივერსიტეტი; სიირტის უნივერსიტეტი; უსაკის უნივერსიტეტი) და ირანის რესპუბლიკის ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (აზადის უნივერსიტეტი).