ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები
22 თებერვალი,2018გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში. ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა მადონა არათანაშვილმა, სოფიკო თინიკაშვილმა და ელიზა ქრისტესიაშვილმა USAID REAP-ის პროექტის ფარგლებში გადაიღეს სამწუთიანი ფილმი შიდა ქართლის რეგიონში არსებული აგროსაწარმოების შესახებ. 2018 წლის 21 თებერვალს გაიმართა პროექტის დახურვა, მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.