ჟან მონეს მოდულის ფარგლებში შეხვედრა-სემინარი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

22 ნოემბერი,2021

ჟან მონეს მოდული გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სემინარი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ფორმატში, 2020 წელს გაიმარჯვა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ჟან მონეს მოდულმა „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ (EUEAA).
მოდულის ფარგლებში, 22 ნოემბერს, ჩატარდა შეხვედრა-სემინარი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
სემინარის მიზანი იყო, ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
სემინარს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, სოციალური მეცნიერების, ბიზნესისა და სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბ-მა ზურაბ ზურაბაშვილმა.
სემინარი ჩაატარა ჟან მონეს მოდულის ავტორმა და კოორდინატორმა, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ.
სემინარის თემატიკა:

  • ევროპული ასოცირების სპეციფიკა საქართველოში;
  • ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმები;
  • სამართლებრივი დაახლოების/აპროქიმაციის ეტაპები; 
  • ევროკავშირის სამართლის მიღების პოლიტიკა ევროკავშირში;
  • ასოცირების შეთანხმების სტრუქტურის ლოგიკა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა