ჟან მონეს მოდულის - EUEAA - პრეზენტაცია

21 ნოემბერი,2020

 

დღის წესრიგი

2020 წლის 20 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია "აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში".

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ქ. გორის მერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლობა, ერასმუს+-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენლობა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გორის უნივერსიტეტს აქვს გამოცდილება ერასმუს+-ის პროგრამებში მონაწილეობის, მაგრამ ჟან მონეს საქმიანობების სივრცეში, ეს პირველი მოდულია უნივერსიტეტისათვის, რაც არა მხოლოდ პრესტიჟულია, არამედ, უნივერსიტეტში ევროპული არენის გაძლიერების მნიშვნელოვანი წამოწყებაა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი; ქ. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო სვანაძე; ერასმუს+ის ეროვნული კოორდინატორი ლიკა ღლონტი; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი მარიკა შერაზადაშვილი; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ციური დურული; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლევან მიდოდაშვილი.

ქ-ნმა ეკატერინე ქარდავამ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა და მოდულის კოორდინატორმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოდულის მიზნები, ამოცანები, დაგეგმილი საქმიანობები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა