ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპედიცია სოფ. ნიქოზში

06 ნოემბერი,2010

2010 წლის 6 ნოემბერს გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის ინიციატივით ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპედიცია სოფ. ნიქოზში.
ადგილმდებარეობის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. ნიქოზი ცხელ წერტილში, ცხინვალის მახლობლად მდებარეობს და თითოეული ქართული სიტყვა და საქმე იქ მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის დიდი ნუგეშია.
სტუდენტების გარდა, ექსპედიციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი სოსიაშვილი, პროფესორები: ელდარ მამისთვალიშვილი, ნიკოლოზ ოთინაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსები: ანა იმნაძე და იოსებ ალიმბარაშვილი და სხვები.
ექსპედიციის წევრები შეხვდნენ ნიქოზ-ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ – მეუფე ისაიას, დაათვალიერეს 2008 წლის აგვისტოში რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი ეპისკოპოსის სასახლე, მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის ტაძრები. მეუფესთან საუბრის შემდეგ, სტუდენტები დანაწილდნენ მცირე ჯგუფებად და სოფლის ხანდაზმულ ადამიანებთან ოჯახებში გააკეთეს ჩანაწერები სოფლის წარმომავლობის, გავრცელებული ტოპონიმების, ტრადიციების, გვარების შესახებ.
დასკვნით ნაწილში სტუდენტებმა მოინახულეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის – კირიონ II-ის საცხოვრებელი სახლი, დაათვალიერეს მისი ნივთები და გაეცვნენ ცხოვრების საინტერესო დეტალებს.
უახლოეს მომავალში ექსპედიციის დროს მოპოვებულ ეთნოგრაფიული მასალებზე უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა