იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
28 მაისი,20212021 წლის 28 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
გარდა გორისა და საქართველოს სხვა, წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი და სხვ.) კონფერენციაზე ჩართულნი იყვნენ მეცნიერები პოლონეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან), სულ 35 მონაწილე.
კონფერენცია გახსნა, იუბილარსა და მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, იუბილარს ასევე სიტყვით მიმართეს: სერგო ვარდოსანიძემ - ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ყოლბაიამ - ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასილიოლოგიურ/ქართველოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა (პოლონეთი), იბრაჰიმ თელლიოღლუმ, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორმა (თურქეთი), მუსა ქასიმლიმ, აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ელდარ მამისთვალიშვილმა - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ომარ არდაშელიამ და კახა კვაშილავამ.
მოხსენება იოსებ ალიმბარაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გააკეთა სოხუმის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა ლია ახალაძემ. მან დაწვრილებით მიმოიხილა იოსებ ალიმბარაშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა ქართული წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, სამხედრო ისტორიის, კავკასიოლოგიის, სოფლების ისტორიის შესწავლის კუთხით.
ძირითადი მოხსენების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა ოთხ სექციაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო, არა მარტო საქართველოს ისტორიის დღემდე ნაკლებად ცნობილი და შეუსწავლელი საკითხები, არამედ, საქართველო-პოლონეთის, საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-თურქეთის, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები.
მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე, კონფერენცია წარიმართა ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი გამოსცემს სამეცნიერო კრებულის სახით.