ინტერნეტ ჩართვა რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
29 ივლისი,201929 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტერნეტ ჩართვა რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (UNINETTUNO). იტალიის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ლუკა გირელა.
ჩართვის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტისა და ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი 40 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამების განხილვა.
ამასთან ერთად საუბარი შეეხო 5 ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის შერეული სწავლების ფორმატით განხორციელების შესაძლებლობას (კრიმინალური სამართალი, პრაქტიკული ფსიქოლოგია, ტურიზმი და სასტუმრო მენეჯმენტი, რეგიონალური ეკონომიკა და პოლიტიკა საჯარო მოხელეებისათვის, ფინანსები და საბანკო საქმე ). აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების ფორმატით სასწავლო კურსების წარმართვას უზრუნველყოფს იტალიის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ხოლო ფორმალური სასწავლო კურსების სწავლებას - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
შეხვედრის დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ პროფესორ გირელასთვის სააკრედიტაციო პროცესის შესახებ და მიეღოთ პასუხები დასმულ საკითხებზე.