ინტერნეტ ჩართვა ამერიკის ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორთან
22 ივლისი,201920 ივლისს გორის სახელმწიფი სასწავლო უნივერსიტეტში შედგა ინტერნეტ ჩართვა ამერიკის ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორთან, ბატონ გრიგორი ბაილასთან, რომელმაც ქართველ კოლეგებს გაუზიარა პროგრამული აკრედიტაციის ამერიკული გამოცდილება.
გორის უნივერსიტეტში ჩართვას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.
პროფესორმა გრეგორი ბაილამ უპასუხა ქართველი კოლეგების შეკითხვებს.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა, მოწვეული სპეციალისტი მაია ბოლაშვილი.