ინტელექტუალური თამაში
11 მაისი,20152015 წლის 7 მაისს „სტუდენტური დღეების 2015“ ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა უნივერსიტეტის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“. თამაშში მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის და პროფესიული მიმართულების სტუდენტები, სულ შვიდი გუნდი.
თამაში გაიმართა ორ ეტაპად, დაისვა 24 შეკითხვა. გამარჯვება მოიპოვა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის გუნდმა ,,ნიკემ.“
გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა და გამარჯვება მიულოცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ.