ინოვაციების ლაბორატორიის გახსნა
23 სექტემბერი,201523 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ინოვაციების ლაბორატორიის გახსნის შესახებ შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ლაბორატორიისთვის განსაზღვრული სივრცე მოინახულეს, ასევე განისაზღვრა მიმართულებები, რომლის სწავლებაც ლაბორატორიაში მოხდება.
ინოვაციების ლაბორატორია ახალგაზრდებს კერძო სექტორის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში გახსნილი ლაბორატორია სპეციალისტებს ვებ და მობილური პროგრამირების მიმართულებით მოამზადებს. სტუდენტები ასევე გაივლიან ტრენინგს ონლაინ დასაქმების პლატფორმაზე მუშაობის შესაძლებლობის შესახებ.