ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოში
20 თებერვალი,2017"ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოში" პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ნოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, 19 თებერვალს გორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდა და დამსწრეთ მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების როლზე ტექნოლოგიის განვითარებაში.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა ინოვატორებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგები.