ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა 2017
11 ივლისი,2017გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის უცხო ენების კათედრისა და ედვარდ რაუპის ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკის ინიციატივით 6-10 ივლისს მოეწყო „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა 2017“. მასში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებმა, მოსწავლე-ახალგაზრდებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მეცადინეობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს აქტივობები „საზაფხულო სკოლის ცხოვრებიდან“, სიმღერები და ლექსები ინგლისურ ენაზე.
საზაფხულო სკლოლოის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.