ინგლისური ენის ინტეგრირებული სწავლების პრეზენტაცია
22 მარტი,2016
2016 წლის 22 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის II კორპუსში, ედუარდ რაუპის ამერიკულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გამართა ზვიად დეკანოიძემ, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას „ინგლისური წიგნები საქართველოში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, სპეციალისტები, დეკანები, კათედრების ხელმძღვანელები და უცხოური ენების პედაგოგები.
შეხვედრაზე ზვიად დეკანოიძემ წარმოადგინა ელექტრონული ინტეგრირებული სწავლების დანერგვის პროექტი საქართველოს საგნმანათლებლო სივრცეში, რომელიც გულისხმობს ინგლისური ენის პირისპირ და ელექტრონულ (ონლაინ) სწავლებას.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისუსია.