ინგლისურენოვანი ღონისძიება
06 ივნისი,2017
30 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხო ენების კათედრის ინიციატივით, ედუარდ რაუპის სახელობის ინგლისურენოვან ბიბლიოთეკაში გაიმართა საუნივერსიტეტო ღონისძიება, სადაც სამივე ფაკულტეტის სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე: ლიტერატურის, ბიზნესის, სამართლის, ხელოვნების, პოლიტიკის მიმართულებებიდან.
ღონისძიებას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ ამერიკელი პროფესორები ტეხასის უნივერსიტეტიდან კეით ეიტელი და მიკლ კლიფტონი, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს ღონისძიებას და აღნიშნეს, რომ სტუდენტებმა გამოამჟღავნეს არა მარტო ენის შესანიშნავი ცოდნა, არამედ წარმოდგენილი თემების სიღრმისეული წვდომა და პრეზენტაციის საინტერესოდ წარდგენის უნარი.
დასასრულს, სტუმრებმა ღონისძიების ყველა მონაწილეს გადასცეს სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი.