ინფორმაცია დემოკრატიის სკოლების შესახებ

12 დეკემბერი,2018

12 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის (EECMD) წარმომადგენელმა, ზაზა ჭიპაშვილმა, უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია დემოკრატიის სკოლების შესახებ, ესაუბრა 2019 წლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
EECMD დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ და გამოგზავნონ აპლიკაციის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.eecmd.org 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
https://docs.google.com/…/1FAIpQLSdHOS9qM9mvFgkyx…/viewform…

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა