იმიტირებული სასამართლო პროცესი

12 ივნისი,2017

12 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტ "სამართლის კლინიკის" ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობას იღებდა კურსის ხელმძღვანელი, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორი, ბატონი შოთა ტყეშელაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი და მასწავლებელი, ბატონი ივანე ბალახაშვილი, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი, ბატონი დავით კვერნაძე.
პროცესის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები, წარმატებით დამთავრებისათვის კი მონაწილეები ივლისის ბოლოს გაემგზავრებიან ექსკურსიაზე.
ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა და ბატონმა შოთა ტყეშელაშვილმა მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს და გამოუცხადეს თანადგომა პროექტების გახორციელების პროცესში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა