იმიტირებული სასამართლო პროცესი
26 იანვარი,20152015 წლის 25 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სისხლის სამართლის სპეციალობის სტუდენტების მონაწილეობით გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც სტუდენტებმა გამოავლინეს იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროში სტაჟირების შედეგად შეძენილი სასამართლო უნარ–ჩვევები. იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს თანამშრომლები, ასევე - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ივანე ბალახაშვილი. იმიტირებულ პროცესზე ნაფიც მსაჯულებად მონაწილეობდნენ ,,ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიურო 2009 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ მემორანდუმის საფუძველზე.