იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
13 ივნისი,201413 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. მონაწილეებს მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს გორის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როინ ჭიკაძემ.