ჰუმანიტარული ფაკულტეტის პრეზენტაცია

26 იანვარი,2017

25 იანვარს ბატონმა იოსებ ალიმბარაშვილმა, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, გააკეთა წლიური მოხსენება, ფაკულტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და მუშაობის შესახებ. ბატონმა იოსებმა აღნიშნა სტუდენტების აქტიური ჩართულობა და მონდომება, როგორც სასწავლო, ისე სტუდენტურ ცხოვრებაში. მან ხაზი გაუსვა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთობლივ წარმატებულ მუშაობას და დასძინა, რომ მსგავსი სახის უშუალო დამოკიდებულება უნივერსიტეტს და ფაკულტეტს უადვილებს ინფორმაციისა და გამოცდილების მიწოდებას სტუდენტებისათვის. დეკანმა ისაუბრა, სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებით ტურებზე სტუდენტებისათვის, რომელიც რეგულარულად იმართება სტუდენტების წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით. ასევე ხაზი გაუსვა სტუდენტების წარმატებას საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, მათ ჩართულობას და ინტერესის მაღალ დონეს. პრეზენტაციის დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა აკადემიურ პერსონალს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ფაკულტეტის განვითარებასა და წინსვლაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა