გრეგორ მენდელის 200 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება
05 ივლისი,20222022 წლის 5 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, თინათინ იოსებიძის ორგანიზებით ჩატარდა გენეტიკის ფუძემდებლის, გრეგორ მენდელის 200 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ჰიბრიდულ რეჟიმში).
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა ალექსიძე და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლაურა ელიაური.
საინტერესო მოხსენებებით და პრეზენტაციებით წარდგნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები - ლიზა ქოქაშვილი, ნანუკა ბასიშვილი და ქეთევან გელაშვილი;
მოხსენებები გააკეთეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გენეტიკოსმა, ბატონმა თემურ ლეჟავამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გენეტიკოსმა აივენგო შათირიშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ექსპერტმა მაია ზიბზიბაძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა თინათინ იოსებიძემ, გორის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინო ფსუტურმა, ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა თეა ნონიკაშვილმა, გორის მე-11 საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან კარელიძემ, წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა დემუროვამ და ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა თეონა ცხოვრებაშვილმა.
გენეტიკის სწავლების მეთოდებზე პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. მუშაობა შეაჯამა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ იოსებიძემ და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირელმა პროფესორმა მაია ზიბძიბაძემ.