გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი
15 ოქტომბერი,2021მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მუფე ანდრია, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, ბატონი ლაშა ჟვანია და დელეგაციის სხვა წევრები.
დელეგაციას უმასპინძლეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, საქართველო-ისრაელის საუკუნოვანი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობა.