გორის უნივერსიტეტმა იაპონური კულტურის დღეების გახსნას უმასპინძლა!
09 ნოემბერი,2018
საქართველოში იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, გორში, იაპონური კულტურის დღეები გაიხსნა. დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით, რაც იაპონური ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
9 ნოემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიხსნა იაპონიის კულტურის დღეები და უნივერსიტეტს ეწვია იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, რომელმაც გორის უნივერიტეტში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის გამართა საჯარო ლექცია სახელწოდებით - „Japanese culture and traditional values of Japanese enterprise“.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს უნივერსიტეტში მობძანებისა და მსგავსი ინიციატივისთვის, ასეთი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაეცნონ იაპონურ კულტურას და ტრადიციებს.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.