გორის უნივერსიტეტის ასოცირებლი პროფესორის იოსებ ალიმბარაშვილის საჯარო ლექცია
24 თებერვალი,2021საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნვიერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა გორის უნივერსიტეტის ასოცირებლი პროფესორის იოსებ ალიმბარაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლები გორის მაზრაში“
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ქართული არმიის არიერგარდულ ბრძოლებზე მე-11 წითელ არმიასთან, საბჭოთა მეომრების ქმედებებზე, მათ მაროდიორობაზე უკანდახევის პროცესში, კონკრეტულად გორის მაზრის სოფლებში. მომხსენებლმა ასევე ისაუბრა ქართველი მოსახლეობის რეალურ დამოკიდებულებაზე მიმდინარე პროცესისასადმი და საბჭოთა ხელისუფლების იდეოლოგიაზე. ხაზი გაესვა საქართველოს გასაბჭოების უარყოფით ფაქტს და შედეგებს.
ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია