გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კაროლი გასპარის უნივერსიტეტში

09 მაისი,2026

4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ასოც. პროფესორი ნინო დავითაშვილი და მოწვეული სპეციალისტი ეკატერინე წულაძე Erasmus+ მობილობის ფარგლებში სტუმრობდნენ კაროლი გასპარის უნივერსიტეტს (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კოლეგებთან და ჩატარდა ლექციების ციკლი ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობების და ინგლისური ლიტერატურის საკითხებთან დაკავშირებით.
ევროპელმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს და ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობების მიმართ. გაიმართა საინტერესო დისკუსიები.
ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პესონალთან, სადაც განხილულ იქნა განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების პერსპექტივები.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

26 მაისი

2026 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

26 მაისი, 2026 სრულად ნახვა

ჟან მონეს კათედრა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს...

25 მაისი, 2026 სრულად ნახვა