გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდება
02 ნოემბერი,2021გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდება, რომლის მიზანი იქნება ინკლუზიურ და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დანერგვა შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით.
ბავშვთა უფლებების ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში. ცენტრში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, და შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 2 მოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის ტრენერებს შეხვდა, სადაც განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ საჯარო ლექციებისა და დისკუსიების თემატიკაზე.