გორის ციხე

21 სექტემბერი,2018

21 სექტემბერს გორის ციხეს ეწვივნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, მოწვეული დოქტორი ვახტანგ ინაური და ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სწავლების პირველი წლის სტუდენტები, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წლის 8 აგვისტოდან მიმდინარეობს ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები.
არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი, არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ციხის შიდა ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვატალახით ნაშენები და მრავალჯერადი გადაკეთების შენობების კვალი, დიდი ზომის ქვევრები, მოჭიქული ჭურჭელი, რომლებიც განვითარებული-გვიან ფეოდალური ხანით თარიღდება.
ციტადელში ასევე აღმოჩნდა წითლად შეღებილი კრამიტები და ალიზით ნაგები ციტადელის კვალი, რომელიც გვიან ანტიკური ხანას მიეკუთვნება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა