ღონისძიება
24 მაისი,2018
24 მაისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა მცირე ბიზნენსის მწარმოებლის IV-V საფეხურის, მცირე ბიზნენსის მწარმოებლის V საფეხურის, რძის გადამმუშავებლის IV საფეხურის და ბიბლიოთეკარის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა და პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორმა ლევან წიქარიძემ.
კურსდამთავრებულებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა მცირე ბიზნენსის მწარმოებელის V საფეხურის კურსდამთავრებულმა, თეონა ახალკაცმა.
საზეიმო ღონისძიება დასრულდა ტრადიციული სტუდენტური მარშით.