ღონისძიება
29 სექტემბერი,2016ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2016 წლის 27 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოს მიერ მიმოეწყო ერთობლივი ღონისძიება.
ღონისძიებაში გორის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა მაია აზმაიფარაშვილმა და პროფ. გიული გიგუაშვილმა. ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები: „საერთაშორისო ტურიზმი ბულგარეთსა და საქართველოში“- მომხსენებლები ნინო ღონღაძე და მარიამ ბოლოკაძე; „ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალი ძამას ხეობაში“ - მომხსენებელი მარიამ მსხალაძე; „ღვინის ტურიზმის პოტენციალი შიდა ქართლში („შატოატენის“ მაგალითზე) - მომხსენებელი ნანა თენაძე; „ეკოლოგიური ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში“ მომხსენებელი მარიამ ყულუმბეგაშვილი. სტუდენტებს ტურისტული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გადასცეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.