ღონისძიება თემაზე :,, ქიმიისა და ხელოვნების ჰარმონია“
30 მაისი,20182018 წლის 22 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მიერ ჩაატარებულ იქნა ღონისძიება თემაზე :,, ქიმიისა და ხელოვნების ჰარმონია“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, დავით ჩოჩიშვილი, ბიოლოგიის მიმართულების პროფესორი დალი გოგინაშვილი, ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე, მოწვეული სპეციალისტები: ესმა წკრიალაშვილი, მარიკა უბირია, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლები ლეილა ნამორაძე, ქეთი კარელიძე, ქეთი ძამაშვილი, ნინო გუგუტიშვილი, ლია ჯილავდარი, ირმა გაგლოშვილი, თამარ ლაცაბიძე.
ღონისძიების ორგანიზატორმა და წამყვანმა, მოწვეულმა სპეციალისტმა, ქიმიკოსმა მარინა ქურიძემ მოკლედ ისაუბრა ქიმიის მნიშვნელობაზე, მის კავშირზე მცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროებთან. ბიოლოგიის წრის სტუდენტებმა ნატო ალავერდაშვილმა, ნინო გალაშვილმა, ნანიკო ზურაბაშვილმა, ქეთევან იმერლიშვილმა, ლუიზა მიდელაშვილმა, თამუნა რაზმაძემ, რუსუდან შატაკიშვილმა, ნინო ჭონიშვილმა, მარიამ გოგიაშვილმა, დიანა მერებაშვილმა, (ბიოლოგიის სპეციალობა), დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქიმიის კავშირი ფერწერასთან, მუსიკასთან, კოსმეტიკასთან, ლიტერატურასთან. აღინიშნა,რომ ქიმი ა შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო იმ განსხვავებული დარგების სპეციალისტებისათვის, როგორიცაა ფერწერა, მუსიკა.
დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ფაკულტეტის დეკანი, დავით ჩოჩიშვილი, უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლის პედაგოგები. მათ ხაზი გაუსვეს ღონისძიების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მნიშვნელობას. მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორს მარინა ქურიძეს და სტუდენტებს.