ღონისძიება თემაზე :,,ილიას როლი ბუნებისმეტყველების განვითარების საქმეში
04 დეკემბერი,2017
2017 წლის 4 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მიერ ჩაატარებულ იქნა ღონისძიება თემაზე :,,ილიას როლი ბუნებისმეტყველების განვითარების საქმეში". აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ამავე ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების და დაწყებითი განათლების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები: ნატო ალავერდაშვილი, ნინო გალაშვილი, მეგი გოგიაშვილი, ნანიკო ზურაბაშვილი, ქეთევან იმერლიშვილი,ლუიზა მიდელაშვილი, თამუნა რაზმაძე, რუსუდან შატაკიშვილი (ბიოლოგიის სპეციალობა), დიანა ბალიაშვილი, ლიკა გერმანიშვილი, ნინო საბაშვილი , მარი ტლაშაძე და ნინო ჯაბახიძე (დაწყებითი განათლება). ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, დავით ჩოჩიშვილი, ბიოლოგიის მიმართულების პროფესორი დალი გოგინაშვილი და მედიცინის აკადემიური დოქტორი მარიკა უბირია.
ღონისძიების ორგანიზატორმა და წამყვანმა, ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ იოსებიძემ მოკლედ ისაუბრა ილიას როლზე ბუნებისმეტყველების განვითარებაში. სტუდენტებმა წაიკითხეს ამონარიდები ილიას პუბლიცისტური წერილებიდან- ,, შინაური მიმოხილვები“, სადაც საუბარია მის შეხედულებეზე საქართველოს სამეურნეო საკითხებზე, პერსპექტივებზე, მასწავლებლის როლზე ბუნებისმწტყველებაში, ზოგადად განათლების მდგომარეობაზე და სხვა.
დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ფაკულტეტის დეკანი, დავით ჩოჩიშვილი და პროფესორი დალი გოგინაშვილი. მათ ხაზი გაუსვეს ღონისძიების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მნიშვნელობას. მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორს თინათინ იოსებიძეს და სტუდენტებს.