ღონისძიება გორის #2 საჯარო სკოლაში
13 ივნისი,201813 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები: ვიანორ ახალაია, გიორგი გოგოლაშვილი და ასოც. პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე მიწვეულ იყვნენ გორის #2 საჯარო სკოლაში. მეორე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მარინა ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სცენები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიიდან. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დიდი პედაგოგის ღვაწლსა და მნიშვნელობაზე. ღონისძიების დასასრულს, მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს მიულოცეს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება, მადლობა გადაუხადეს შესანიშნავი ღონისძიებისთვის და გადასცეს სამსახსოვრო საჩუქრები. თავის მხრივ, #2 საჯარო სკოლის დირექტორმა, გია ბერძნიშვილმა მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტის პროფესორებს სკოლაში სტუმრობისთვის.